როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და 858 ქულით 53-ე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული პოზიცია ქართველისთვის ახალი რეკორდია. გასული ორი კვირის განმავლობაში ნიკოლოზმა 34-ადგილიანი წინსვლა განიცადა.
არა და ბასილაშვილს მემფისის ტურნირის მოგებით შეეძლო 50-ეულში შესვლა, თუმცა ნიკამ ეს ვერ მოახერხა და რაიან ჰარისონთან 1:6, 4:6 დამარცხდა.
მიმდინარე კვირაში ქართველი დელრეი ბიჩის ტურნირზე გამოვა და თუ ამჯერადაც შეძლებს წარმატებულად ასპარეზობას, რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდება. პირველ შეხვედრას ნიკოლოზი ტომი ჰაასთან ჩაატარებს. მატჩი 21 თებერვალს, 20:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლოა თამაშების განრიგებიდან გამომდინარე ქართველის და გერმანელის დაპირისპირება რამდენიმე საათით გვიან დაიწყოს. თუ ბასილაშვილი ჰაასს დაამარცხებს 20 სარეიტინგო ქულას მიიღებს.