ფეხბურთი

22:56 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგი" "ბაიერნთან" ახლოს მივიდა

გერმანიის ბუნდესლიგის XXI ტურის შემდგომ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია ოდნავ დაიძაბა – მიუნხენის “ბაიერნის” წაფორხილებით მშვენივრად ისარგებლა “ლაიპციგმა” და კონკურენტს 5 ქულამდე მიუახლოვდა.

რალფ ჰასენჰუტლის გუნდს რთული გასვლით მატჩი ჰქონდა გლადბახში. ამას ისიც ემატებოდა, რომ “რედ ბულს” ბოლო ორი მატჩი წაეგო, ხოლო “ბორუსიას” პირიქით – მოგებული ჰქონდა უკანასკნელი სამი შეხვედრა, შესაბამისად, ჩინებულ ხასიათზე ხვდებოდა ამ დაპირისპირებას.

თუმცა, “ბაიერნის” ვერმოგებით მოფერიანებულმა “ლაიპციგმა” მოინდომა და “ბორუსია პარკიდან” სამი უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო. ემილ ფორსბერგმა და ტიმო ვერნერმა სტუმრებს სოლიდური უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისისთვის მოუპოვეს და ერთადერთი, რაც დიტერ ჰეკინგის გუნდმა შეძლო, დანიელ ვესტერგაარდის პრესტიჟის გოლი იყო.

ტურის დასკვნითი შეხვედრა კი, “რეინენერჯიშტადიონზე” გაიმართა, სადაც “კიოლნმა” და “შალკემ” ქულები გაიყვეს (1:1). წესით, ამ შედეგით კმაყოფილი არც ერთი უნდა დარჩენილიყო და არც – მეორე.

“გლადბახი” – “ლაიპციგი” 1:2 (0:1)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 51 535

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; იანტშკე, კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი (ჰოფმანი 61); ჰანი (ჰერმანი 61), კრამერი, დაჰუდი, ჯონსონი (დრმიჩი 80); სტინდლი, აზარი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

“ლაიპციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; შმიტცი, ილსანკერი, კომპერი, ჰალსტენბერგი; კეიტა (ხედირა 76), დემე; ბურკი (კაიზერი 66), ფორსბერგი (უპამეკანო 83); ზაბიცერი, ვერნერი

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 0:1 ფორსბერგი (31), 0:2 ვერნერი (55), 1:2 ვესტერგაარდი (81)

გაფრთხილება: ვენდტი (14), სტინდლი (61), აზარი (67), კრამერი (77) – ჰალსტენბერგი (37), კეიტა (44), დემე (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 9 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 7:7

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

“კიოლნი” – “შალკე” 1:1 (1:1)

კიოლნი, “რეინენერჯიშტადიონი”

მაყურებელი: 50 000

“კიოლნი” (3-4-1-2): კესლერი; სორენსენი, სუბოტიჩი, ჰენტცი’ ოლკოვსკი,, ჰოგერი, ჰექტორი, რაუში; ჯოჯიჩი (ცოლერი 75); მოდესტე, ოსაკო

მწვრთნელი: პეტერ შტოგერი

“შალკე” (3-5-2): ფარმანი; ჰიოვედესი, ნალდო, ბადშტუბერი; შოპფი, გორეცკა, სტამბული, ბენტალები (კეჰრერი 90), კოლასინაჩი; ბურგსტალერი (ჩუპო-მოტინგი 78), კალიჯური (მეიერი 67)

მწვრთნელი: მარკუს ვაინციერლი

გოლები: 0:1 შოპფი (2), 1:1 მოდესტე (43)

გაფრთხილება: სუბოტიჩი (21), სორენსენი (72) – სტამბული (51), ნალდო (59), შოპფი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 12 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 8:1

მსაჯი: ტობიას შტილერი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 17 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 17, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 16, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 12, ჩიჩარიტო (“ლევერკუზენი”) – 10, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 10.

თეგებიბუნდესლიგა
0.211939