ჩოგბურთი

12:33 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს გადამწყვეტ მატჩში ჰარისონი დაუპირისპირდება (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს მემფისის ღია პირველობის ფინალში ამერიკელი რაიან ჰარისონი დაუპირისპირდება. 24 წლის ჩოგბურთელმა ნახევარფინალში დონალდ იანგი უპრობლემოდ 6:4, 6:4 დაამარცხა.

ჰარისონი აქამდე ATP-ის ტურნირის ფინალში ერთეულთა თანრიგში არ გასულა. ქართველის მსგავსად, ჰარისონიც შეეცდება ტურნირის მოგებით 50-ეულში შევიდეს და ძველი პოზიციები დაიბრუნოს. რიანის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს რეიტინგში 43-ე პოზიციაა, რომელიც 2012 წლის ივლისში დააფიქსირა. მიმდინარე წელს ამერიკელს პროგრესი აქვს და 90-დან 62-ე ადგილზე გადავიდა. ნახევარფინალამდე ჰარისონმა კონსტანტინ კრავჩუკი (6:3, 7:5), სემი ქუერი (6:3, 6:1) და დამირ ჯუმური (6:3, 6:4) დაამარცხა.

აღნიშნული ჩოგბურთელები აქამდე არ შეხვედრილან. ორივე 24 წლისაა და მიმდინარე წელს მათი პროგრესი აშკარაა. მემფისის ღია ტურნირის ფინალი 20 თებერვალს, თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 150 ქულას.

0.133821