იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ “სკუადრა აძურას” ექსპერიმენტალური შემადგენლობა შეკრიბა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ვენტურა 20-22 თებერვალს “კოვერჩანოს” საწვრთნელ ბაზაზე იმ ფეხბურთელებს შეკრებს და წვრთნას ჩაუტარებს, რომელთაც ნაკრების წევრებად სამომავლოდ მოიაზრებს, მაგრამ მათ გამოძახებას ოფიციალურ მატჩებში კონკურენციის გამო ვერ ახერხებს.
აღსანიშნავია, რომ 22 კაციან სიაში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებიც მიმდინარე სეზონს სერია A-სა თუ სერია B-ში მაღალ დონეზე ატარებენ.
იტალიის ნაკრების ორდღიან შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი ბერგამოს “ატალანტას” წევრია – სამი მოთამაშე და სამივე მცველი. რა გასაკვირია, ლომბარდიული გუნდი დიდებულად თამაშობს და იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ჯამპიერო ვენტურას რჩეულთა სია კი, შემდეგნაირია:
მეკარეები: ალესიო კრანიო (“ბენევენტო”), ალექს მერეტი (“სპალი”)
მცველები: ანტონიო ბარეკა (“ტორინო”), კრისტიანო ბირაგი (“პესკარა”), კევინ ბონიფაცი (“სპალი”), მატია კალდარა (“იუვენტუსი”), ფედერიკო ჩეკერინი (“კროტონე”), ანდრეა კონტი (“ატალანტა”), არმანდო იცო (“ჯენოა”), ლეონარდო სპინაცოლა (“ატალანტა”)
ნახევარმცველები: დანილო კატალდი (“ჯენოა”), რობერტო გალიარდინი (“ინტერი”), მანუელ ლოკატელი (“მილანი”), ლორენცო პელეგრინი (“სასუოლო”)
თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), ჯანლუკა კაპრარი (“პესკარა”), ფედერიკო დი ფრანჩესკო (“ბოლონია”), დიეგო ფალჩინელი (“კროტონე”), რობერტო ინგლეზე (“კიევო”), ჯანლუკა ლაპადულა (“მილანი”), ანდრეა პეტანია (“ატალანტა”), სიმონე ვერდი (“ბოლონია”)