“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მისი კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნება გამორიცხა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, იგი “კამპ ნოუზე” არასდროს დაბრუნდება.
“გამორიცხულია – მე “ბარსელონაში” მთავარი მწვრთნელის რანგში აღარასოდეს დავბრუნდები – იქ ჩემი დრო დასრულებულია”, - თქვა პეპმა.
შეგახსენებთ, გვარდიოლას “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნებაზე ხმები ბოლო დროს დაირხა – მას შემდგომ, რაც ლუის ენრიკეს “ბლაუგრანაში” წყალი შეუდგა.