მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის 23-ე ტურში "ესპანიოლი" 2:0 დაამარცხა და მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. "სამეფო კლუბმა" ზედიზედ 42-ე მატჩში შეძლო გოლის გატანა. ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ბოლოს გოლი "მანჩესტერ სიტის" 2016 წლის 26 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ვერ გაუტანა. მას შემდეგ კი გუნდმა მეტოქეები 114-ჯერ დაამწუხრა.
ესპანური გუდებიდან აბსოლიტური რეკორდსმენი კატალონიის "ბარსელონაა". "ბლაუგრანამ" 1942/43 და 1943/44 წლებში შეძლეს ზედიზედ 44 შეხვედრაში გოლის გატანა.