უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრთა გამოკითხვის შედეგად მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი არიენ რობენი დასახელდა. ვეტერანმა ჰოლანდიელმა ხმების 38% მიიღო და კონკურენტებს დამაჯერებლად აჯობა.
მეორე ადგილზე “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გავიდა 24%-ით, ხოლო მესამე პოზიცია ლისაბონის “ბენფიკას” მეკარემ ედერსონმა 23% ხმით დაიკავა.
ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” არგენტინელ შემტევ ანხელ დი მარიას მეოთხე ადგილი ერგო – 15%.
არიენ რობენმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლონდონის “არსენალის” კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.