ჭადრაკი

21:57 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძეს მეოთხედფინალამდე ნახევარი ქულა აშორებს

ირანის დედაქალაქ თეირანში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მერვედფინალის პირველი ტურის პარტიები გათამაშდა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალმა ნანა ძაგნიძემ აჩვენა. მან შეძლო ჩინელი მოჭადრაკის შენ იანგის დამარცხება და ერთი ქულით დაწინაურდა. მეორე შეხვედრაში, რომელიც ხვალ ჩატარდება, ძაგნიძეს მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნახევარი ქულაც ყოფნის.

მეორე ქართველი მოჭადრაკის სოფო გურამიშვილის ყაიმი შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს, რადგან იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკეს ჰარიკა დრონოვალის დაუზავდა.

სამწუხაროდ, დამარცხდა ქართველთაგან ყველაზე გამოცდილი მოჭადრაკე ნინო ხურციძე, რომელიც მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას შეხვდა.

მერვედფინალის მეორე ტურის შეხვედრები ხვალ გაიმართება.

0.143771