“გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, რომ ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი “ოლ სტარის” შემდეგ, “კლიპერსთან” მატჩში დაბრუნდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას www.warriors.247sports.com-ი ავრცელებს.
“გოლდენ სტეიტისა” და “კლიპერსის” მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას მხრის ტრავმა აწუხებს და უკვე ერთი თვეა, ქართველი ცენტრი პარკეტზე არ გასულა. ზაზამ მიმდინარე სეზონში 56 მატჩიდან 47-ში ითამაშა, სადაც საშუალოდ 5,9 ქულას, 6 მოხსნასა და 2 პასს აგროვებდა.