მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში სამანტა სტოსური 7:5, 6:4 დაამარცხა და კარიერაში ერთეულთა თანრიგში მე-400 გამარჯვება იზეიმა. ამასთან, დომინიკას კარიერაში ერთეულთა 249 მატჩი აქვს წაგებული.
ჩოგბურთის ისტორიაში ქალთა შორის ყველაზე მეტი, 1442 მატჩი მარტინა ნავრატილოვას აქვს მოგებული, ხოლო მოქმედ ჩოგბურთელებს შორის – 783 - სერენა უილიამსს.