კალათბურთში საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისის“ სერბი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი დრაგან ტუბაკი გამოჯანმრთელების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ worldsport.ge-ს „ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
„ტუბაკი „რუსთავთან“ შეხვედრის დროს განაცხადში გვეყოლება შეყვანილი და მხოლოდ მაშინ გამოვიყენებთ, თუ მის თამაშს საჭიროდ მივიჩნევთ“, - გვითხრა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ ტუბაკი გრიპის ვირუსით იყო ავად და ამის გამო ვერ თამაშობდა.