კალათბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ,,ქუთაისის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უკანახაზელმა გიორგი ცეკვავამ ცხვირის ტრავმა მოირჩინა და დამცავი ნიღბის გარეშე თამაშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა ვეტერანმა კალათბურთელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენეთ, რომ ცეკვავამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ცხვირი გაიტეხა და ამის გამო რამდენიმე შეხვედრა დამცავი ნიღბით ჩაატარა.
ხვალ, იმერლები რუსთავში ადგილობრივ ,,რუსთავს“ შეხვდებიან.