კალათბურთი

21:38 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლონდარიძემ შეიძლება ვერც ამჯერად ითამაშოს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ,,დინამოს“ კაპიტანმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ილია ლონდარიძემ ხელის ტრავმის გამო შეიძლება ვერც მიმდინარე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში ,,სოხუმის“ წინააღმდეგ ითამაშოს.

ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ,რომ ლონდარიძემ ხელის ტრავმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო და ამის გამო საქართველოს თასის მეოთხედფინალში ,,მგზავრებთან“ შეხვედრა გამოტოვა. ეს შეხვედრა ,,დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.120682