მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ნაპოლის“ გოლი გაუტანა.
29 წლის ფრანგისთვის ეს 51-ე გოლია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში და ამ მაჩვენებლით თანამემამულე ტიერი ანრის გაუტოლდა.
კარიმმა 16 გოლი „ლიონის“, ხოლო 35 „რეალის“ მაისურით გაიტანა. ახლა ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-7-მე-8 ადგილებს იყოფს და ერთი ბურთით ჩამორჩება ზლატან იბრაჰიმოვიჩს.