კალათბურთი

23:16 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამო’’ ნახევარფინალშია

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის მეორე შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ,,დინამო’’ და ერთ-ერთი აუტსაიდერი ,,მგზავრები’’ დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ,,დინამო’’ ითვლებოდა ,,მგზავრებმა’’ მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმის შემდეგ ორი ქულის სხვაობით 40: 38 დაწინაურდა. ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა მესამე მეოთხედის დასაწყისშიც შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება, მაგრამ მეოთხედის ბოლო წუთებში ,,დინამოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა დეონტა ვონმა გაიბრწყინა და თანაგუნდელები ექვსი ქულის სხვაობით 61:55 დააწინაურა.

მეოთხე მეოთხედმა ,,დინამოს’’ სრული უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც ცხრა ქულის სხვაობით 78:69 შეძლო მეტოქის დამარცხება და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დინამოელმა მიხეილ ბერიშვილმა აჩვენა, რომელიც კარგ სეზონს ატარებს. ამჯერად მან 19 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე პასი დააგროვა. ,,მგზავრების’’ მხრიდან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი კორი ალენი იყო.

,,დინამო’’- ,,მგზავრები’’78:69 (18-18, 20:22, 23: 15, 17:14)

0.130922