საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებული მოთამაშის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში სტუმრად "რეტიმნოსთან" 65:72 წააგო, სეზონში კი 4 წაგება დაუგროვდა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა განვლილ შეხვედრაში ათენელებს 16 ქულით კი ულიდერა, თუმცა მატჩში გარდატეხა ვერ შეიტანა. დიქსონმა 20:09 წუთში 5-დან 4 ორქულიანი, ხოლო 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. მაიკლმა ასევე ორი საჯარიმოდან 2 ქულა მიითვალა.
მიუხედავად მარცხისა, აეკ-ი მაინც მესამე ადგილზე იმყოფება, რადგან მეოთხე ადგილისთვის მებრძოლ გუნდებს რამდენიმე მოგებით უსწრებს. დიქსონის გუნდი ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას პაოკ-თან 25 თებერვალს გამართავს.