კალათბურთი

22:00 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაკ ლავინისთვის სეზონი დასრულდა

“მინესოტა ტიმბერვულვზის” კალათბურთელი ზაკ ლავინი პარკეტზე ცხრა თვე ვეღარ გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

ლავინმა ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პროცესს ცხრა თვე სჭირდება.

მიმდინარე სეზონში ზაკი საშუალოდ ერთ მატჩში 18.9 ქულას და 3.4 მოხსნას აკეთებდა.

0.121587