ფეხბურთი

19:10 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"გურიამ" ალექსი ბენაშვილი დაიმატა

ლანჩხუთის "გურიამ" ალექს ბენაშვილი დაიბრუნა. "გურიას" გარდა, ბენაშვილი "თბილისის", "ზესტაფონის", "მერანის", "ტორპედოსა" და "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.

ბენაშვილი "გურიას" რიგებში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია: ორ-ორჯერ ფლობდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, თასსა და სუპერთასს. ის ეროვნული თასის მოქმედი გამარჯებულია _ ტიტულს "ტორპედოს" შემადგენლობაში დაეუფლა. ყველა სხვა მნიშვნელოვან წარმატებას ალექს ბენაშვილმა "ზესტაფონთან" ერთად მიაღწია.

მას დაუცავს საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების ღირსება.

0.121076