სხვა

16:52 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მეძმარიაშვილი: „სასამართლო პროცესი გრძელდება“

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული შუალედური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საბოლოოდ მისი სარჩელი დაკმაყოფილდება.

„მინდა საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ვინმეს არ ეგონოს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამენაირად ეხება იმ სარჩელს, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის უკანასკნელ არჩევნებში არსებული დარღვევების თაობაზე. აქ უბრალოდ არ დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაგრამ, რაც მთავარია სასამართლო პროცესი გრძელდება, ჩვენს მიერ მოგროვებული მტკიცებულებები, მათ შორის საჯარო რეესტრიდან მოძიებული ინფორმაცია სასამართლოშია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო გააუქმებს სეოკ-ის პრეზიდენტის დეკემბრის არჩევნების შედეგებს და დაინიშნება ხელახალი არჩევნები“ - აცხადებს მეძმარიაშვილი.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ შუალედური გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ იანვარში მიიღო, მას შემდეგ, რაც დამარცხებული კანდიდატის – ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი განიხილა.

მომჩივანის განცხადებით, ხმის უფლებით მოსარგებლე დელეგატთა ნაწილს იურიდიულად არ ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ ამ დარღვევის შესახებ მან არჩევნებამდე არაფერი იცოდა.

სეოკ-ის ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლომ იანვარში მიღებული შუალედური გადაწყვეტილება გააუქმა და არჩევნების შედეგები ძალაში რჩება.

საქალაქო სასამართლოს ბოლო განაჩენის გასასაჩივრებლად მოსარჩელე მხარეს 5 დღე აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115235