ფეხბურთი

12:47 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ამბავი გვარდიოლას თავს - გაბრიელ ჟესუსი დიდი ხნით იუქმებს

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ახალწვეული გაბრიელ ჟესუსი ტრავმირებულია. Marca-ს ინფორმაციით, 19 წლის ბრაზილიელი მარჯვენა ფეხის დაზიანების გამო მოედანს გასვლას მომდევნო 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ იმავე წყაროს ცნობით, არაა გამორიცხული ნიჭიერ ფეხბურთელს სამი თვე გაუცდეს. ჟესუსმა ტრავმა პრემიერლიგის ბოლო ტურში “ბორნმუთთან” დაპირისპირებისას მიიღო.

შეგახსენებთ, გაბრიელ ჟესუსი “სიტიში” იანვარში გადავიდა და მიუხედავად მცირე დროისა, “ქალაქელების” ძირითადი შემადგენლობიდან თვით კუნ აგუერო ამოაგდო. ბრაზილიელმა ხსენებულ პერიოდში 5 მატჩის ჩატარება და სამი გოლის გატანა მოასწრო.

0.115595