კალათბურთში ,,ა“ ლიგის მეოთხე ტური ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ,,დელტასა“ და ,,ტიტების“ მატჩით გაიხსნა. ამ შეხვედრამდე ,,დელტას“ წაგება არ ჰქონდა, ხოლო ,,ტიტები“ არენა 75-სა და თსუ-ჰიუნდაისთან ერთად ერთპიროვნულ ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა, სამი მეოთხედის განმავლობაში მასპინძლები ლიდერობდნენ, რომლებიც დასკვნითი მეოთხედის წინ 56:51 იგებდნენ. ეტყობა, მარნეულელმა კალათბურთელებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, ამით ისარგებლა მეტოქემ, რომელმაც მალე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ბოლო მეოთხედის მესამე წუთის ბოლოს წინ გასვლაც მოახერხა 58:56.
ძირითადი დროის დასრულებამდე 3:43 წუთით ადრე ანგარიში 67:60 იყო ,,ტიტების“ სასარგებლოდ. დარჩენილ დროში ,,დელტა“ ბევრს ეცადა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა. 67:66 გაიმარჯვა ,,ტიტებმა“ და აწ უკვე ყოფილ ლიდერ ,,დელტას“ წამოეწია.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი დეანდრე რეი იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და 8 მოხსნაა.
სტუმართა შორის ამ მხრივ რაიან არონი და ნეით დრეიტონი გამოირჩნენ. არონმა 16 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე პასი, ხოლო დრეიტონმა ამდენივე ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
,,დელტა“-,,ტიტები“ 66:67 (16:18, 24:14, 17:19, 10:16)
1 | ტიტები | 4 | 3 / 1 | 294 / 271 | 7 |
2 | მარნეული | 4 | 3 / 1 | 291 / 282 | 7 |
3 | არენა-76 | 3 | 2 / 1 | 239 / 230 | 5 |
4 | წყალტუბო | 4 | 1 / 3 | 343 / 345 | 5 |
5 | თსუ-ჰიუნდაი | 3 | 2 / 1 | 224 / 195 | 5 |
6 | სეუ | 4 | 0 / 4 | 279 / 347 | 4 |