“ოკლაჰომა” – “ვაშინგტონის” (98:120) მატჩში მასპინძელთა კალათბურთელებმა ზედიზედ 24 სროლა გააფუჭეს, რაც მიმდინარე სეზონში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანტი-რეკორდია.
24 არასწორი სროლიდან ცხრა გუნდის ლიდერს რასელ უესტბრუკს ეკუთვნის. ამ მონაკვეთში “ვაშინგტონმა” ოკლაჰომელებს 34:5 აჯობა.