საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ეტაპის მორიგი შეხვედრა წააგო. იოვან პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი ყაზანში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა.
პირველი პერიოდი მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. მეორეში უპირატესობა 5 ბურთამდე გაზარდეს – 10:5. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო ჩამორჩა. მესამე მეოთხედი 1:3 დათმო, ხოლო მეოთხე – 2:6 და საბოლოოს, 11-ბურთიანი სხვაობით წააგო – 8:19.
ქართველმა წყალბურთელებმა ჩ ჯგუფში ზედიზედ მესამე მარცხი იწვნიეს. დღევანდელ შეხვედრამდე სტუმრად წააგეს იტალიასთან – 5:14 და შინ, რუსეთთან – 13:14. მეოთხე მატჩს კი 4 აპრილს, იტალიასთან უკვე თბილისში ჩაატარებენ.
ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიო ლიგის სუპერფინალში გაგრძელებს თამაშს.