საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.
რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებდა და ამის გამო ვერ ითამაშა 13 თებერვალს ყაზანის “რუბინთან” ამხანაგურ მატჩში (2:4). ახლა კი ჯანო თავს კარგად გრძნობს და ესპანურ შეკრებაზე გასამართი დასკვნითი სპარინგისთვის თანაგუნდელებთან ერთად ემზადება.
მოსკოველები ხუთშაბათს, ნორვეგიულ “ოლესუნთან” მოსინჯავენ ძალებს.