“იუვენტუსის” ყოფილი სპორტული დირექტორი ჯანი დი მარციო 2002 წელს განუხორციელებელ ტრანსფერს იხსენებს და ამბობს, რომ აუხდენელ ოცნებად დარჩა კრიშტიანუ რონალდუს “ბიანკონერიში” ვერგადაყვანა.
“2002 წელს “სპორტინგი” - “ბელენენსეშის” მატჩის საყურებლად ვიყავი ჩასული. მინდოდა კუარეჟმას თამაში მეხილა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პორტუგალიელს ტრავმა ჰქონდა და მის ნაცვლად 18 წლის რონალდუ შემოიყვანეს, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. მაშინ ვთქვი, რომ ეს ბიჭი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა, მარადონას შემდეგ. მე “იუვენტუსს” შევთავაზე, თუმცა სალასის გამო ეს ტრანსფერი დაიბლოკა”, - განაცხადა დი მარციომ.