თბილისში მყოფმა "გურიამ" ამხანაგურ შეხვედრაში ბოლნისის "სიონი" 2:0 დაამარცხა. ანგარიში გიორგი ჭეიშვილის აქტიურობის შედეგად გაიხსნა - მის დარტყმას ბოლნისელთა მეკარის ავტოგოლი მოჰყვა. პირველ ტაიმშივე ანგარიში ორამდე გაზარდა ნიკა წერეთელმა.
გურია პირველ ტაიმში: ძაგანია, ბენაშვილი, მოსიძე, ჩხარტიშვილი, კიკნაველიძე, შარიქაძე, ჭეიშვილი, წერეთელი, ბარბაქაძე, ს. ბახია, დადიანი
მეორე ტაიმში: ხვედელიძე, ლაბაძე, ქორიძე, რ. წილოსანი, კოტრიკაძე, გუჯაბიძე, ბერიძე, ნარიაშვილი, ჟღენტი, შენგელია, დ. ბახია
“გურიას” პრესსამსახური