თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" 21 წლის ცენტრალური მცველი, ალიკო ჩაკვეტაძე დაიმატა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალწვეულთან კონტრაქტი გაფორმდა და ის ვიტჯორჯიელთა რიგებში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჩაკვეტაძე უკანასკნელი ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდა. ტანმაღალმა ფეხბურთელმა თითო სეზონი გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა, ბოლო სამი სეზონი კი ფოთის "კოლხეთში" ასპარეზობდა. ამ დროის განმავლობაში მან უმაღლეს ლიგაში 67 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, დავით ყიფიანის სახელობის თასზე 9 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ალიკო ჩაკვეტაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ და ევროპის 17-წლამდელთა 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ნაკრებთან ერთად წარმატებით დაასრულა.