ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ქალთა ტურნირზე გამოვლინდა პირველი ორი მეოთხედფინაალისტი - მაკედონიის ვარდარი და უნგრეთის ფერენცვაროში. განახლდა კაცთა ტურნირიც, სადაც ჯგუფური ეტაპის დასრულებემდე კიდევ 4 ტურია.
ვარდარს ამ სეზონში თამაში არ წაუგია, თუმცა, ბეწვის ხიდზე გაიარა გერმანიაში, სადაც ბოლო ორ წუთში სამი გოლი გაუტანა ტიურინგერს და უმძიმესი მატჩი მოუგო - 31-29. ამავე ჯგუფში ფერენცვაროშმა მონტენეგროში გაანადგურა ბუდუჩნოსტი - 33-25. ფერენცვაროში, დიორისგან განსხვავებით, სუფთა უნგრული გუნდია და უცხოელი ვარსკვლავებიდან მხოლოდ ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელი, ნერეა პენია ჰყავს.
დიორს მოულოდნელად შინ გაუჭირდა ნორვეგიის ლარვიკთან და ბოლო ორწუთნახევარში გატანილი 3 გოლით გაათნაბრა ანგარიში, 27-27. მეორე ჯგუფში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - მოქმედმა ჩემპიონმა, ბუკურეშტიმ 33-25 მოუგო ესბიერგს და მეოთხედფინალში გამსვლელ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ქალებს ამ კვირაში შესვენება აქვთ და შემდეგ მიყოლებით გამართავენ დარჩენილ 3 ტურს, რის შემდეგაც მეოთხედფინალი დაკომპლექტდება.
განახლდა კაცთა ტურნირი. ბარსელონამ სტუმრად მოუგო უნგრეთის ვესპრემს, 25-22 და პლეიოფი ოფიციალურად გაინაღდა, თუმცა, დარჩენილ 4 ტურში პარი-სენ ჟერმენთან მოუწევს ბრძოლა ჯგუფში პირველი ადგილისთვის, რაც პირდაპირ მეოთხედფინალში თამაშის უფლებას იძლევა. ბარსელონას გარდა, პლეიოფში უკვე გავიდნენ პსჟ, ვარდარი, მოქმედი ჩემპიონი კელცე, სეგედი და რაინ-ნეკარი.
C და D ჯგუფებში კი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი 4 გუნდი ისედაც ცნობილი იყო და ბოლო ტური ფორმალობა გახლდათ. 1-5 და 8-12 მარტის შუალედში ორი წყვილი, მოონპელიე-ზაპოროჟიე და ნანტი-ლა რიოხა მერვედფინალში გასასვლელ პლეიოფს გამართავს. ამ ოთხეულიდან გამოსარჩევია მონპელიე, სადაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების დამწყები შვიდეულის ოთხი ხელბურთელი თამაშობს - მეკარე ჟერარი, ფაბრეგასი, პორტი და გიგუ.
ქალები. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-02-12-rewind-women-episode-09
კაცები. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-02-12-rewind-episode-10
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები
მეორე ჯგუფური ეტაპი. 7 ტური, 11-12 თებერვალი
1 ჯგუფი: ვარდარი 13 ქულა, ფერენცვაროში 11, ბუდუჩნოსტი 8, მეცი 6 - ტიურინგერი 4, ასტრახანოჩკა 0
მეცი (საფ) - ასტრახანოჩკა (რუს) 37-18
ტიურინგერი (გერ) - ვარდარი (მკდ) 29-31
აგილარი, ენგელი, ნიდერვიზერი 5 - პენეზიჩი 10, ლეკიჩი 8, ალტჰაუსი 5, ჰერემი 4
ბუდუჩნოსტი (მნტ) - ფერენცვაროში (უნგ) 25-33
ბულატოვიჩი 7 - სუჩანსკი 7
---
2 ჯგუფი: დიორი 11, მიდტიულანდი 8, ლარვიკი 8, ბუკურეშტი 7 - კრიმი 6, ესბიერგი 2
მიდტიულანდი (დან) - კრიმ მერკატორი (სლნ) 28-19
დიორი ეტო (უნგ) - ლარვიკი (ნორ) 27-27
მორკი 7, ხროტი 5 - კურტოვიცი 10, ფრაფიორდი 4
ბუკურეშტი (რუმ) - ესბიერგი (დან) 33-25
მარტინი 6, ნიომბლა 5 - ალმი 7
8 ტური: 25-26 თებერვალს. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი
--
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 10 ტური, 9-12 თებერვალი
A ჯგ: ბარსელონა 18 - პსჟ 16, ფლენზბურგი 11 (9 თამ), კილი 11, ვეპრემი 10, ვისლა 6 - სილკებორგი 4. შაფჰაუზენი 2 (9)
შაფჰაუზენი (შვც) - კილი (გერ) 25-30
ჩასარი 5 - ეკბერგი 8, დუვნიაკი, ვუინი 5
ვესპრემი (უნგ) - ბარსელონა (ესპ) 22-25
გაიჩი, ნადი 6 - რივერა 5, ლ. ანდერსონი 4
პსჟ (საფ) - სილკებორგი (დან) 32-27
კარაბატიჩი 11, ჰანსენი 6 - ნ. ნილსენი 6
ვისლა პლოცკი (პოლ) - ფლენზბურგი (გერ) 30-37
ივიჩი 6 - რადივოევიჩი 9, ჯორჯიჩი, ვანე 5
B ჯგ. ვარდარი 14 - კელცე 14, სეგედი 13, რაინ-ნეკარი 13, ბრესტი 11, კრიტიანსტადი 6 - ცელიე 5, ზაგრები 4
რაინ ნეკარი (გერ) - კელცე (პოლ) 28-25
სიგურდსონი 7, პეტერსონი 5 - აგინაგალდე 5, შტრლეკი 4
ვარდარ სკოპიე (მკდ) - ზაგრები (ხორ) 25-20
დუიშებაევი 7, ცინდრიჩი, კარაჩიჩი 4 - მარკოვიჩი 6
ცელიე (სლნ) - კრისტიანსტადი (შვდ) 27-28
იანცი 8 - სორენსენი, ტოლბრინგი 7
მეშკოვ ბრესტი (ბლრ) - სეგედი (უნგ) 25-23
ჯამალი 8, შილოვიჩი 5- კალმანი 6, ბუნტიჩი 4
A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში
11 ტური - 15-19 თებერვალს
--
C ჯგუფი. მონპელიე 16, ლა რიოხა 11 - მეტალურგი 10, პრეშოვი 9, ელვერუმი 8, მედვედი 6
ტატრან პრეშოვი (სლკ) - ლა რიოხა (ესპ) 30-27
მეტალურგ სკოპიე (მკდ) - ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 31-24
მონპელიე (საფ) - ელვერუმი (ნორ) 31-24
D ჯგუფი. ნანტი 17, ზაპოროჟიე 15 - ბეშიქთაში 11, დინამო 8, ჰოლსტებრო 5, ბრაგა 4
ბრაგა (პორ) - ნანტი (საფ) 29-34
ბეშიქთაში (თურ) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 29-27
ჰოლსტებრო (დან)- მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 28-30
პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: ზაპოროჟიე-მონპელიე, ლა რიოხა-ნანტი - 01-05.03 – 08-12.03