“პარის სენ-ჟერმენის” კაპიტანი ტიაგო სილვა “ბარსელონასთან” გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრას გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
32 წლის ფეხბურთელს კუნთი აწუხებს და ამის გამო, პსჟ-ს 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. მან ამავე მიზეზით, პარასკევს “ბორდოსთან” მოგებული (3:0) შეხვედრაც გამოტოვა.
ბრაზილიელმა მცველმა მიმდინარე სეზონში ფრანგული კლუბის მაისური 27-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ “პარის სენ-ჟერმენის” და “ბარსელონას” დაპირისპირება, სამშაბათს “პარკ დე პრენსზე” საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.