ლუკა ზარანდიას პოლონური ექსტრაკლასას გასულ ტურში არ უთამაშია. მისი დებიუტი გადაიდო, რადგან სამუშაო ვიზის გაკეთება ვერ მოესწრო და 9 თებერვალს ჩაფრინდა პოლონეთში, ხოლო 10-ში უკვე თამაში იყო. ასე რომ, ზარანდიას შემდგომ ტურში შეეძლება თამაში.
მანამდე კი ლუკა "არკას" დუბლებში გაისარჯა, "გრიფ ვეიჰეროვოსთან" 0:1 წაგებულ მატჩში: ზარანდიამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, საგოლე შანსიც ჰქონდა.
"არკას" მთავარმა გუნდმა ექსტრაკლასაში ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიასთან" 0:1 წააგო, ზარანდია კი განაცხადში არ ყოფილა. ამ თამაშამდე, ქართველმა ამხანაგური მატჩები ჩაატარა ახალ გუნდში.