კალათბურთი

17:14 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაში პრინტეზისი გამოარჩიეს

ევროლიგის 22-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ “ოლიმპიაკოსის” ბერძენი კალათბურთელი გეორგიოს პრინტეზისი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ოლიმპიაკოსმა” “ჟალგირისი” 73:64 დაამარცხა. პრინტეზისმა გუნდს 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. გეორგიოსის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30-ს უწია.

https://www.youtube.com/watch?v=ZI4tmuuPqb0

0.114419