კატალონიის “ბარსელონა” მარჯვენა მცველის ძიებას შეუდგა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც “ბარსას” ალეიშ ვიდალი სერიოზულად დაუშავდა, მის შემცვლელის დამატებას აპირებს. ვინაიდან, სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ესპანურ გრანდს არჩევანი მხოლოდ თავისუფალ აგენტებში აქვს.
მარტინ კასერესი, მაიკონი და ჟოზე ბოსინგვა – წყაროს ცნობით, სწორედ ზემოთხსენებული ფეხბურთელებიდან ერთ-ერთზე გაკეთდება არჩევანი.
აღსანიშნავია, რომ კასერესი “ბარსელონაში” ადრეც თამაშობდა და 2009 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ბოლოს იგი “იუვენტუსში” გამოდიოდა. მაიკონი “რომაში”, ხოლო ბოსინგვა “ტრაბზონსფორში”.
შეგახსენებთ, ალეიშ ვიდალი “ალავესთან” მატჩში დაშავდა და მიმდინარე სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.