ფეხბურთი

23:20 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმი" ვოლფსბურგშიც დაეცა

გერმანიის ბუნდესლიგის XX ტური დღეს ორი მატჩით დასრულდა – “ვოლფსბურგმა” და “ფრაიბურგმა” საკუთარ კედლებში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

“მგლებმა” ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს და გასავარდნ ზონას ოდნავ მოშორდნენ. ვალერიან ისმაილის გუნდს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა “ჰოფენჰაიმის” სახით და პირველიც გაუშვა გოლი, მაგრამ მერე გონს მოეგო და ორჯერ დაამწუხრა სტუმარი გუნდი. ჯერ მაქსიმილიან არნოლდმა გაათანარა და “ვოლფსბურგისთვის” ისტორიული, მე-600 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში. თამაშის დასასრულს კი, ახლო მანძილიდან დანიელ დიდავიმ მასპინძლებს მოაგებინა. “ჰოფენჰაიმმა” კი, მეორე წრეში მეორე მარცხი განიცადა, მაშინ, როდესაც პირველი წრე დაუმარცხებლად განვლო.

საკუთარი თამაშის პოვნას ვეღარ “კიოლნი” ახერხებს, რომელიც ერთ დროს სამეულში იყო. “თხები” ამჯერად გასვლაზე “ფრაიბურგთან” დამარცხდნენ და მეშვიდე ადგილზე დარჩნენ. სხვათა შორის, “კიოლნს” და “ლაიპციგის” ერთი რაოდენობის, ოთხი მარცხი აქვთ განცდილი და ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მეორე და მეშვიდე ადგილოსან გუნდებს ერთნაირად აქვთ წაგებული თამაშები მეოცე ტურისთვის. სამაგიეროდ, ევროზონას მიუახლოვდა “ფრაიბურგი”, რომელიც იმავე “კიოლნს” უკვე მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

“ვოლფსბურგი” – “ჰოფენჰაიმი” 2:1 (0:1)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 23 148

“ვოლფსბურგი” (3-5-2): ბენალიო; კნოხე, ლუის გუსტავო, როდრიგესი; ვიერინია (ბლაშჩიკოვსკი 61), სეგუინი, ბაზური (დიდავი 46), არნოლდი, გერჰარდტი; გომესი, მალი (ტრეში 90)

მწვრთნელი: ვალერიან ისმაილი

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი, ჰუბნერი; კადერაბეკი, დემირბაი, რუდი, ამირი (შვეგლერი 83), ზუბერი; უტი (ტერაცინო 23), კრამარიჩი (სჟალაი 58)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 ზუბერი (26), 1:1 არნოლდი (50), 2:1 დიდავი (73)

გაფრთხილება: რიდრიგესი (14), ბაზური (24), მალი (75) – ვოგტი (87), ჰუბნერი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 14 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: დანიელ შიბერტი

“ფრაიბურგი” – “კიოლნი: 2:1 (1:1)

ფრაიბურგი, “შვარცვარდ შტადიონი”

მაყურებელი: 24 000

“ფრაიბურგი” (4-4-2): შვოლოვი; კუბლერი, მოია, სიუნჩუ, გუნტერი; ფილიპი, ფრანტცი (შუსტერი 68), ჰოფლერი, გრიფო (იგნიოვსკი 90); ჰაბერერი, ნიდერლეჩნერი (პეტერსენი 57)

მწვრთნელი: კრისტიან შტრეიხი

“კიოლნი” (3-4-3): კესლერი; მაროჰი, სუბოტიჩი, ჰეინტცი; სორენსენი, ჰოგერი (კლემენსი 33), ჰექტორი, რაუში; ოსაკო, მოდესტე, ბიტენკური (ცოლერი 82)

მწვრთნელი: პეტერ შტოგერი

გოლები: 1:0 გრიფო (32), 1:1 მოდესტე (39), 2:1 ფილიპი (77)

გაფრთხილება: ჰაბერერი (53) – ჰექტორი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 12 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: რობერტ ჰარტმანი

თეგებიბუნდესლიგა
0.179689