ფეხბურთი

21:55 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავამ მშრალი სერია შეწყვიტა - მე-12 გოლი კვიპროსში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში ნიკა კაჭარავამ “ეთნიკოსი” საკუთარ მოედანზე “აპოლონთან” მარცხს გადაარჩინა – ქართველმა თავდამსხმელმა 82-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.

23 წლის ქართველმა ფორვარდმა ერთთვიანი პაუზის შემდგომ შეძლო თავის გამოჩენა. დღევანდელ შეხვედრაში იგი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მინდორზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა.

მიმდინარე წელს კაჭარავამ მესამე გოლი შეაგდო, ხოლო მთლიანობაში, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 16 მატჩში 12 გოლია. კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ნიკა მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს თანაგუნდელ ემილიო ზელაიასთან და “აპოლონის” შემტევ ფოტის პაპულისთან ერთად. ლიდერი კი, “ომონიას” ვეტერანი ინგლისელი თავდამსხმელი მეტ დერბიშაირია 18 გატანილი გოლით.

“ეთნიკოსი” 23 ტურის შემდგომ 29 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მეხუთე პოზიციაზე მყოფ “ნეა სალამისს” ერთი ქულით ჩამორჩება.

0.132444