კალათბურთი

16:54 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის ექვსი ქულა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზირებული მოთამაშის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ტრიკალა" შინ დაძაბულ ბრძოლაში 87:82 დაამარცხა. დასკვნითი მეოთხედის თავზე ათენელები 11 ქულით აგებდნენ, თუმცა შეხვედრა შემოატრიალეს.

დიქსონის მონაგარი აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ მწირი აღმოჩნდა. მაიკლმა 23:28 წუთში სამი ორქულიანიდან და სამქულიანიდან მიზანში თითო-თითო წაუვიდა, 2 საჯარიმოდან ერთი ჩააგდო და საბოლოოდ 6 ქულას დასჯერდა. დიქსონმა აქტივში ასევე 4 მოხსნა და 3 გადაცემა ჩაიწერა.

აეკ-ი 14 მოგებით და 3 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. დიქსონის გუნდი მომდევნო მატჩს "რეტიმნოსთან" 15 თებერვალს ჩაატარებს.

0.116016