ფეხბურთი

10:12 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე "ინტერთან" ვერ ითამაშებს

იტალიური “ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მილანის “ინტერთან” ვერ ითამაშებს – აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელეს და თავად ქართველმა ფეხბურთელმაც დაადასტურა სოციალურ ქსელში.

მჭედლიძემ ერთი კვირის წინ “ტორინოსთან” მატჩში ემილიანო მორეტისთან შეჯახებისას მიიღო დაზიანება.. მართალია, ტრავმა მძიმე არაა, მაგრამ როგორც აპენინური მედია ირწმუნება, ჯოვანი მარტუშიელოს რისკზე წასვლა არ სურს და ამიტომაც, დღეს 26 წლის ქართველი დაისვენებს.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძეს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და “ემპოლის” საუკეთესო ბომბარდირია. აქვე გეტყვით, რომ 2015 წელს, ლევანს “ინტერის” კარში დუბლი აქვს შესრულებული.

0.117278