დასრულდა საქართველოს პირველი სასკოლო პირველობა ჭადრაკში 9, 11 და 13 წლამდე მოსწავლეებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.
ჩემპიონები მსოფლიოს პირველ სასკოლო ჩემპიონატზე გამოვლენ, რომელიც 21-30 აპრილს რუმინეთის ქალაქ იაშიში გაიმართება.
პრიზიორი მოსწავლეები სახელოვანმა ქართველმა მოჭადრაკე ნანა იოსელიანმა, საქრთველოს სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დააჯილდოეს. პირველ ადგილზე გავიდნენ:
გოგონები
9 წლამდე მარიამ გვათუა (თბილისი), მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა
11 წლამდე მარიამ დოლაკიძე (თბილისი), მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა
13 წლამდე ელენე წოწონავა (სამეგრელო),მწვრთნელი დავით კოდუა
ბიჭები
9 წლამდე ნიკოლოზ შამათავა (სამეგრელო), მწვრთნელი გოჩა თორია
11 წლამდე ნიკოლოზ დარსაძე (თბილისი), მწვრთნელი დავით ზარქუა
13 წლამდე დავით ცქიფურიშვილი (იმერეთი), მწვრთნელი იუზა დოლიძე