ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მისი გუნდი ტურინის “იუვენტუსის” ლიდერის, პაულო დიბალას შეძენას არ გეგმავს და მეტიც, დაინტერესებულიც არაა.
“დიბალა? – არა, ტურინში მხოლოდ გასართობად ვიყავი - “იუვენტუსის” გამარჯვება ისევ მენახა და დამესვენა ძალიან დატვირთული კვირის შემდეგ”, - განაცხადა კონტემ.
ანტონიო კონტე ერთი კვირის წინ, “იუვენტუსი” – “ინტერის” მატჩს დაესწრო და სწორედ მაშინ გაჩნდა ზემოხსენებული ჭორები. ამასთან, იტალიურმა მედიამ კონტეს მატჩზე ყოფნა იმასაც დაუკავშირა, რომ თითქოს ზაფხულში იგი მილანის “ინტერის” ახალი მთავარი მწვრთნელი ხდებოდა.