დიდი სლემის სერიის ტურნირების 14-გზის ჩემპიონი, ესპანელი რაფაელ ნადალი როტერდამის ტურნირზე არ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას Tennis.com-ი ავრცელებს. რაფას ასეთი გადაწყვეტილების მიღება მისმა ექიმმა ურჩია, რადგან ესპანელს ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ძალები აქვს აღსადგენი.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ როტერდამში ვერც მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტანისლას ვავრინკა ითამაშებს: შვეიცარიელს ტრავმა აწუხებს.