ფეხბურთი

12:34 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მსაჯთა მოსამზადებელი შეკრება თურქეთში

51 ქართველი მსაჯი ახალი სეზონის წინ მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, არბიტრთა ერთი ჯგუფი ქალაქ სიდეში 10-17 თებერვალს მოემზადება, მეორე ჯგუფი - 17-დან 24 თებერვლის ჩათვლით.

შეკრების ოთხი დღე სემინარებს დაეთმობა, რომელსაც უეფას მსაჯთა კონვენციის კოორდინატორი იორნ ვესტ ლარსენი ჩაატარებს. მსაჯები ასევე გაეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებში და თანამედროვე მიდგომებს. ფიზიკურ ტესტებთან ერთად, ისინი ვიდეო და თეორიულ ტესტებსაც ჩააბარებენ. ამასთან, თურქეთში შეკრებაზე მყოფი უცხოური გუნდების ამხანაგურ მატჩებსაც იმსაჯებენ.

0.120125