ფეხბურთი

13:15 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამარასი “სარაგოსაში” ითამაშებს

საბერძნეთის ნაკრების თავდამსხმელი გეორგიოს სამარასი კარიერას ლა ლიგა 2-ის ბინადარ “სარაგოსაში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია არაგონული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

31 წლის ფორვარდი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შუერთდა და ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სამარასი, რომელსაც გულშემატკივარი ყველაზე კარგად გლაზგოს “სელტიკიდან” იცნობს, ბოლოს “რაიო ოკლაჰომა სიტის” ღირსებას იცავდა, რომელიც 2016 წლის ბოლოს დაიშალა და ბერძენ მოთამაშეს კლუბის დატოვება მოუწია.

“სარაგოსა” 24 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ში 31 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება, თუმცა ფლეი-ოფის ზონას (მე-6 ადგილს) მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

0.112315