ესპანური ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ურუგვაელი ფორვარდი ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” საპასუხო 1/2 ფინალური მატჩის ბოლოს გააძევეს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ლუისი უსამართლოდ იქნა გაძევებული და აპელაცია შეიტანა, თუმცა მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა და სუარესს სასჯელი გაუორმაგდა.
ამრიგად, სუარესს “ალავესთან” გასამართი ფინალური მატჩის გარდა, მომდევნო სეზონში პირველი სათასო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.