ხვალ იწყება ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც 5 მარტის ჩათვლით ირანის დედაქალაქი თეირანი უმასპინძლებს.
ტურნირი, რომელშიც 64 მოჭადრაკე მონაწილეობს, ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. ერთით ერთის შემთხვევაში წყვილთა შორის გამარჯვებულის ვინაობას ტაი-ბრეიკი გამოავლენს. სხვებთან ერთად ჩემპიონატში 8 ქართველი მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე , სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, სოფო გურამიშვილი და სოფო გვეტაძე მონაწილეობენ.
სხვადასხვა მიზეზით ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვეს მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი), მსოფლიოს ექს და ვიცე-ჩემპიონმა მარია მუზიჩუკმა (უკრაინა), საერთაშორისო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფმა ჰამპი კონერუმ ( ინდოეთი), გრან-პრის ტურნირის მეორე ადგილოსანმა ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი), ნაზი პაიკიძემ (აშშ), ალისა გალიამოვამ (რუსეთი), ირინა კრუშმა (აშშ), კაროლინა ლუიანმა (არგენტინა) და ემა გუომ (ავსტრია).
ფიდეს პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის გადაწყვეტილებით ჩემპიონატზე თამაშის უფლება დამატებით მასპინძელთა ორ წარმომადგენელს სარასადატ ხადემალშარეხის და ატუბა პურკაშიანს დართეს.
გთავაზობთ წყვილებს ქართველ მოჭადრაკეთა მონაწილეობით:
ძაგნიძე - მონა ხალედი ( ეგვიპტე)
ჯავახიშვილი - პამ ნგუენი ( ვიეტნამი)
გვეტაძე- ბაციაშვილი
გურამიშვილი-სარასადატ ხადემალშარეხი
ხურციძე - ნატალია ჟუკოვა ( უკრაინა)
მელია- ეკატერინა ატალიკი ( თურქეთი)
ხოტენაშვილი-ოლგა ზიმინა ( იტალია)