ა ლიგის მესამე ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს ერთ-ერთი აუტსაიდერი სეუ და სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი არენა-76 დაუპირისპირდნენ.
პირველი მეოთხედი სეუ-ს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც დროის ეს მონაკვეთი 18: 15 მოიგო. მეორე მეოთხედში მდევრის როლში მყოფმა არენა-76-მა არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ათი ქულის სხვაობით 41:31 დაწინაურდა.
მეორე ტაიმში არენა-76-ის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა და ბუნებრივია, რომ მატჩიც მის სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 83:70. მიმდინარე ჩემპიონატში სეუ-მ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო და ,,წყალტუბოსთან’’ ერთად აუტსაიდერია.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 25 ქულა სეუ-ს უკანახაზელმა ჯამალ უილსონმა დააგროვა. მისი თანაგუნდელებიდან 11 პასითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი რიჩარდ მათიაშვილმა შეასრულა. ,,არენას’’ მხრიდან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი პირტერ ალექსისი იყო. 17 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი კონსტანტინე ბიწაძე გახდა.
1 | მარნეული | 3 | 3 / 0 | 225 / 215 | 6 |
2 | თსუ-ჰიუნდაი | 3 | 2 / 1 | 224 / 195 | 5 |
3 | არენა-76 | 3 | 2 / 1 | 239 / 230 | 5 |
4 | ტიტები | 3 | 2 / 1 | 227 / 205 | 5 |
5 | სეუ | 3 | 0 / 3 | 185 / 248 | 3 |
6 | წყალტუბო | 3 | 0 / 3 | 244 / 251 | 3 |