კალათბურთი

21:05 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ტიტებმა’’ პირველი შეხვედრა წააგო

ა-ლიგის მესამე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთ-ერთი ლიდერი ,,ტიტები’’ და თსუ-ჰიუნდაი, რომელიც ლიდერს ამ შეხვედრამდე ერთი ქულით ჩამორჩებოდა.

მატჩის დასაწყისი თსუ-ჰიუნდაის კარგს არაფერს უქადდა, რადგან ,,ტიტები’’ პირველივე წუთებზე 9:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ სტუდენტებმა მოაწყვეს ცხრა ქულიანი გაქცევა და სულ რაღაც ორ წუთში ანგარიში გაათანაბრეს-9:9. პირველი მეოთხედის დარჩენილმა დრომ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რომელიც მასპინძლებმა ერთი ქულის სხვაობით 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედში თსუ-ჰიუნდაის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომელმაც პირველი ტაიმი 37:30 მოიგო.

მეორე ტაიმში სტუდენტებმა შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება გაიმარჯვეს 77:71 და ახლა ხუთი ქულით ,,ტიტებთან’’ ერთად მეორე - მესამე ადგილებს ინაწილებენ.

ამ შეხვედრაში 21-21 ქულით ყველაზე შედეგიანები სანდრო სანაძე (თსუ-ჰიუნდაი) და არმანი ფლამინგანი (,,ტიტები) იყვნენ. ორმაგი დუბლი თსუ-ჰიუნდაის ამერიკელმა ლეგიონერებმა კრისტოფერ ანდერსონმა (16 ქ. 15 პ.) და კრისტოფერ გაბრიელმა (12 ქ. 12 მ.) შეასრულეს.

თსუ-ჰიუნდაი - ,,ტიტები’’ 77:71 (17:16, 20:14, 20:17, 20:240)

1 მარნეული 3 3 / 0 225 / 215 6
2 თსუ-ჰიუნდაი 3 2 / 1 224 / 195 5
3 არენა-76 3 2 / 1 239 / 230 5
4 ტიტები 3 2 / 1 227 / 205 5
5 სეუ 3 0 / 3 185 / 248 3
6 წყალტუბო 3 0 / 3 244 / 251 3
0.126756