“მილოუკი ბაქსის” ფორვარდი ჯაბარი პარკერი ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
პარკერმა “მაიამისთან” მატჩში მუხლი დაიზიანა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. რამდენიმე დღეში გაირკვევა რამდენად სერიოზულია ტრავმა.
მიმდინარე სეზონში პარკერი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20 ქულას და 6.2 მოხსნას აკეთებდა.