ფეხბურთი

13:50 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ძარია "ალტაიში" ვარჯიშობს

28 წლის ნახევარმცველი ირაკლი ძარია ყაზახეთის "ალტაიში" ვარჯიშობს და სავარაუდოდ, ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

ძარია საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია და ტიტული სამ სხვადასხვა გუნდში მოიპოვა: "ზესტაფონში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში". ბოლოს კი ირაკლი ბოლნისის "სიონში" თამაშობდა. იყო დრო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ და ერთი გოლიც აქვს გატანილი: დანიასთან ამხანაგურ მატჩში.

0.120163