“ეიბარის” ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური მცველი ალეხანდრო გალვესი ტრავმირებულია – იუწყება ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
27 წლის ფეხბურთელი “ვალენსიასთან” მოგებული (4:0) მატჩის მე-16 წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, ალეხანდროს ბარძაყი აქვს დაზიანებული და დაახლოებით 3-4 კვირის განმალობაში ვერ ითამაშებს.
გალვესმა მიმდინარე სეზონში “ეიბარის” მაისური 17-ჯერ მოირგო.