ფეხბურთი

12:51 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგაზე მეტი შანსი აქვს, ვიდრე ესპანეთში"

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ესპანელ მსაჯებს აკრიტიკებს. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, “როხილბანკოს” ჩემპიონთა ლიგაზე მეტი შანსი აქვს გამარჯვების, ვიდრე ესპანეთში.

“ატლეტიკომ” ესპანეთის თასი დატოვა, მაგრამ თავაწეულმა – მეტოქემ ცუდად ითამაშა და ფინალშია. ფეხბურთი ასეთია. ცხადი ისაა, რომ ჩემს გუნდს გაცილებით მეტი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე – მსაჯების გამო”, - განაცხადა “ჩოლომ”.

შეგახსენებთ, “ატლეტიკო” სამეფო თასის ნახევარფინალში “ბარსელონასთან” ორი მატჩის ჯამში (2:3) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ბევრის აზრით, “კამპ ნოუზე” გამართულ საპასუხო შეხვედრაში მსაჯობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

0.113595