ფეხბურთი

20:30 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფორსბერგმა "ლაიპციგთან" გაახანგრძლივა

შვედეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ემილ ფორსბერგმა "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფორსბერგი ბუნდესლიგის გუნდში 2015 წლის იანვარში "მალმიოდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში შვედმა შემტევმა ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი ნახევარ სეზონში 5-დან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.115166